ჩემი ბლოგი 4 წლისაა

მოგესალმებით.

სინამდვილეში, ჩემი ბლოგი გუშინ, 15 იანვარს გახდა 4 წლის, თუმცა შარშანდელივით გამოცდების გამო ვერ მოვიცალე ლეპტოპის ჩასართავად და პოსტის დასაწერად.

რომ ვუფიქრდები ძალიან სწრაფად გავიდა 4 წელიწადი, მას შემდეგ, რაც პირველი პოსტი დავამატე ამ ბლოგზე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. (მაგალითად, ჩემი შეხედულებები ადამიანთა მიმართ.) ეს ბლოგი კი მხოლოდ იმიტომ შევქმენი, 2013 წლის 15 იანვარს, რომ მაშინ მართლა არავინ მყავდა. საერთოდ არავინ. მარტო ვიყავი, ჩემს თავში ჩაკეტილი, მიტოვებული. არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა. სკოლაში არ დავდიოდი, გაკვეთილებს ვაცდენდი, მოკლედ საშინელი აკადემიური მოსწრება მქონდა. ფიზიკის მასწავლებელი მომავალ კლასში გადამსვლელ ქულასაც კი არ მიწერდა, ერთ დროს ფრიადოსან გოგოს. ეს ყველაფერი კი საშინელი დეპრესიით იყო გამოწვეული. საკუთარ ნაჭუჭში ვიყავი ჩაკეტილი და ვერ ვთავისუფლდებოდი.

აქ დაწერილმა პოსტებმა და ჩემმა მცირეოდენმა აუდიტორიამ, მათმა გამხნევებამ ცოტაოდენი შვება მომგვარა და ამასობაში მე-10 კლასშიც გადავბობღდი, როგორც იქნა. ამ პერიოდში სიცოცხლეს მცირეოდენი აზრი მიეცა. ისევ დავიწყე მეცადინეობა. სიმართლე გითხრათ, მეცადინეობის მეტს არაფერს ვაკეთებდი. მე-9 კლასში 6ბი ძლივს მყავდა, ხოლო მე-10ში მხოლოდ ორი ცხრიანი გამომყვა. იმედი მომეცა. მომავალ წელს უფრო შემართებით გავაგრძელე მეცადინეობა, ახლა კი ვერცხლის მედალოსანი ვარ და 100%იანი დაფინანსებით ვსწავლობ თსუში.

ჩემო ძვირფასებო, მინდა, რომ ყველამ მიაღწიოთ დასახულ მიზანს ცხოვრებაში. არაფრის გამო არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.

ყოველთვის იარეთ გამართული და აუცილებლად მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს.

ჩემს ბლოგს ვულოცავ 

I want my kisses back from you

მოგესალმებით.

უკვე 2017 წელია.. შობა დღე. სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტში ვსწავლობ. პირველკურსელი ვარ და საერთოდ.. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ერთადერთი რამ არ შეცვლილა. ის ისევ მიყვარს.. შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე.

ბევრი  სამეცადინო მაქვს, რამდენიმე დღეში ფინალური გამოცდები დაიწყება.. მე კი ისევ მის ზარს ველოდები. როგორ მინდოდა მენახა მაშინ, როცა დამირეკა, თუმცა ეს არ შემეძლო. 

საშინელებაა, როცა შენზე უარს ამბობენ. ახალი წლის მისალოც წერილზეც რომ არ გიბრუნებს პასუხს ადამიანი, რომელზეც გიჟდები და მთელს სამყაროს გირჩევნია. წარმოდგენაც არ გაქვთ ჩემო კარგებო, ეს რა მტკივნეულია. ჩემი თავის მიკვირს, ასე როგორ გავაღმერთე ადამიანი, რომელსაც არ ვაინტერესებ?

ალბათ სიცოცხლეს ისე დავასრულებ, რომ ვერც გააცნობიერებს როგორ მიყვარს.

ვზივარ ჩემს ოთახში, მისგან ზუსტად 330 კილომეტრით დაშორებული და მინდა, ყველაფერი უკეთესად იყოს. მინდა სიცოცხლეს ისევ აზრი მიეცეს. რაღაც კონკრეტული მიზანი გამომიჩნდეს და მისთვის ვიბრძოლო.

Happy new year

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და გილოცავთ ახალ წელს..

სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველა ჩვენგანისთვის ❤

ბედნიერი ვარ დღეს, რადგან მისი ოჯახის წევრები გავიცანი.. უამრავი საჩუქარი მივიღე… ბავშვობის მეგობართანაც დავალაგე ურთიერთობა – თითქმის შევრიგდით. ძალიან, ძალიან მენატრებოდა.

ცოტა არ იყოს დამაბნია მესიჯმა :

‘ყველა დარდი გავატანოთ 2016 წელს და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. მე ძალიან მენატრებოდი’.

🙂  anyway..

რა მოხდა 2016 წელს?

მოგესალმებით,

ჩემო ძვირფასო და იაფფასიანო მეგობრებო (c) პროვოკატორი.

2016 წელი ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი გარდამტეხი წელი იყო.

წლის დასაწყისში ვიყავი აბიტურიენტი, შესაბამისად, სწავლის მეტს თითქმის არაფერს ვაკეთებდი.

ვიყავი მოტივირებული ჩემი ახალი ცხოვრებით და უნივერსიტეტის დაწყებას ველოდი. ვოცნებობდი, დღეზე, როცა, აწ უკვე რომელიღაც უნივერსიტეტის სტუდენტი, წავიდოდი თეთრი ხალათის საყიდლად.

დღეები მეცადინეობაში, სრულ ცაიტნოტში და გადარბენებში გადიოდა.

მქონდა ბოლო ზარიც, სადაც ‘We can do it’ პოსტერი დავახატინე ‘საროჩკაზე’ (ვიცი, რომ პერანგია, თუმცა ასე უფრო კარგად ჟღერს, ჩემი აზრით.)

ბოლო ზარზე შავი კაბა მეცვა, რომლის შეკერვამაც გამაწამა და რამდენიმე გაკვეთილის გაცდენაც მომიწია.

საატესტატო გამოცდებიც მოახლოვდა. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ყველაზე მაღალი ქულები (კლასში, რა თქმა უნდა) მე ავიღე და უკვე ატესტატის ასაღებად მივდიოდი.

აქაც იყო იმედგაცრუება : ოქროს მაგივრად სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე.

მოახლოვდა აგრეთვე ბანკეტი. კრწანისის რეზიდენციაში. ეგ დრო იყო ჩემთვის სრული საგიჟეთი და ამიტომ, თითქმის ბოლო წამს ნაყიდი კაბით წავედი.

შემდეგ უკვე ეროვნული გამოცდები და პასუხების მოლოდინში უაზროდ გაწელილი დღეები..

25 აგვისტოს გავიგე, რომ ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. ავიღე 50%იანი გრანტი, თუმცა ამჟამად მაქვს 100%.

ზაფხულში გადავწყვიტე, რომ დასვენების ნაცვლად ავტო სკოლაში მევლო. მართლაც გადავწყვიტე და მართვის მოწმობაც ავიღე. (მექანიკა, გარკვეული მიზეზების გამო. 😀 )

შემდეგ უკვე ჩემი საკუთარი მანქანა ვიყიდე. მერსედესი, A კლასი.

უნივერსიტეტის პირველი დღეც მოახლოვდა.

პირველ დღეს ვნახე ბიჭი, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ვწერდი ინტერნეტში. ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ის შეხვედრა უკვე, ასე ვთქვათ, რაღაც ‘ოფიციალური’სავით იყო. თუმცა, არაფერი გამოვიდა, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად და გაუაზრებლად დავუშვით შეცდომა. ორივემ. ამჟამად არ ვკონტაქტობთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

უნივერსიტეტი მომწონს, ბავშვებიც კარგები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, თსუსაც აქვს ნაკლი, კერძოდ ის, რომ 5 სხვადასხვა კორპუსში დავდივარ და მხოლოდ კვირა დღე ვისვენებ, თუმცა ეგეც არაა დასვენების დღე, იმდენი სამეცადინო მაქვს.. მოკლედ, ამ სემესტრში, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა. ვერც კი ვიჯერებ, რომ უკვე – 28 დეკემბერია.

დღეს, ამ წელს, ბოლოჯერ წავედი უნივერსიტეტში. ვიყავი Secret santa’ც, დილით, სახლიდან გასვლისას, გამახსენდა საჩუქარი და გზაში ლამაზი ყუთიც ვიყიდე ფუმფულა სათამაშოსთვის 😀 ჰოო.. და ბოლო შუალედურიც დავწერე (ბიოორგანული ქიმიის). 

ველოდები ფინალურ გამოცდებს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Perpetually exhausted

I can’t help it. It’s just… tiring. Faking smiles and laughs and like I can actually feel. I’m numb and I think that’s worse than the most painful feeling in the world. I cry.. I cry a lot, but not for any reason in particular.

It’s like this tidal wave of sadness washes over me, and when I’m drowning, that’s the only time I’m capable of feeling. My stomach hurts, my throat closes up and I feel alone. When I’m on the bathroom floor, up to my waist in tears, that’s the only time, I’m human.

At 4:36, in the morning, when everyone, I’ve ever loved is asleep, I’m alone and cold… and broken. And so often, more often than not, I find myself at six, in the morning, when my house is still dark and my head is still aching, wiping my eyes dry and putting on a brave face, silently telling myself that things could be worse.

I’m overthinking, I’m being selfish. If things, really are as bad as my brain is trying to twist them to be, I probably, deserve it. (‘Everything I do is wrong.’)

I’m trapped in the dark and some days I look for a light switch.

Some people think, mental illness is a matter of a mood, a matter of personality. They think depression is simply a form of being sad. They think the soul is sick, not the body..

The thing about depression is… you think, you’re over it, but.. You still feel sadness, even though you are laughing… And you don’t know how to fix it.

Today I woke up and felt like dying, nothing serious, or anything, I was just tired and I didn’t want to be troubled with the idea of waking up again, and again.. To a pointless life.

Each time, it seems like I sink deeper and deeper. And I’m scared.

I know, it’s my fault for becoming invisible.. For isolating myself.. 

*I’m sorry, I have so many scars and I’m sorry that I can’t go a day without crying, and I’m sorry for hating myself, all the time and for always talking about my problems..And probably be annoying as hell and I’m sorry for not being perfect. But most of all, I’m sorry that I’ll never be good enough for you.*

When someone asks to me, ‘how are you?’ – they don’t really want an answer.

And I see me.. I don’t like what I see.. All I do is worry.. All the time.. I spend every minute of every day worrying. The demons in my mind are winning, How much longer can I keep fighting?

Someday, I hope, that my sadness will be replaced by something beautiful.

გაორება

მოგესალმებით.

ჰოო.. კიდევ ერთი რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში…

ჩემი თავი მე თვითონ მივიყვანე ამ ზომამდე, როგორც ყოველთვის ვაკეთებ-ხოლმე.

ის გამოჩნდა.. არც კი ვიცი რა ხდება.. ამდენი ხნის შემდეგ. რატომ არ მეშვება? ხომ შეიძლებოდა, რომ ერთხელ წასვლით მორჩენილიყო ყველაფერი? ბრუნდება და მიდის.. დრო გადის.. ისევ ბრუნდება.. ისევ მიდის…

დავიღალე.

მშვიდი ცხოვრება მინდა.

Nobody cares

3 ნოემბერს 18 წლის გავხდი. ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე მალე შეიცვლებოდა. ისედაც რთული ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. ელვის სისწრაფით პრობლემებმაც იმატა.

თსუს მედიცინის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ძალიან ცოტა დრო და ბევრი საქმე მაქვს. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სხვადახვა ადგილებში სიარული გვიწევს, კერძოდ : მორფოლოგიის ინსტიტუტი, ჰიგიენის ცენტრი, დაავადებათა დიაგნოსტიკის ცენტრი, განივი და მეორე კორპუსი.

გრაფიკი ძალიან გადატვირთული მაქვს. კვირა დღე მაქვს დასვენება, თუმცა ეგეც არ არის ე.წ. ‘lazy day’.

სტრესული სიტუაცია, ბევრი სამეცადინო.. ამ ყველაფერს ჩემი აგრესიული გარემოცვა ემატება.

მოკლედ

ჩემი ცხოვრება საშინელებაა.

DAMN

მოგესალმებით.

დღეს 2016 წლის 10 სექტემბერია. უკვე გამოცდების შედეგებიც ვიცი, წარმატებით ჩავაბარე და ჯავახიშვილის მედიცინის სტუდენტი ვარ. მართვის მოწმობაც ავიღე და უკვე საკუთარი მანქანითაც (რომელიც სულ რაღაც 2 კვირაა ვიყიდე) დავდივარ ფიტნეს ცენტრში. ველოდები ახალ სასწავლო წელს. სწავლა 26 სექტემბერს იწყება.

წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, თუმცა ასე არ არის. მონატრება, სიძულვილი, შიში… ეს იმ გრძნობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ახლა ჩემს გულში ირევა. მე მგონი ჯობს მკვდარი ვიყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ რადგან ცოცხალი ვარ კიდევ მაქვს შანსი, ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო. ან შეიძლება იმიტომ ვსუნთქავ, რომ ვიღაცას ძალიან ვჭირდები.. ან დავჭირდები.. ოდესმე.

მინდა ექიმი გავხდე და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ არასდროს მინდოდა უსარგებლო ვყოფილიყავი. ექიმობა განსაკუთრებულია, სწორედ ის პროფესიაა, სადაც თავს მეორეხარისხოვნად ვერასდროს იგრძნობ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

საინტერესოა.. წინ კიდევ რამდენი რამ მელის.. წინა წლებში ვერ ვიფიქრებდი, ცხოვრება თუ ასე შემეცვლებოდა.

ყველაფერი შეიცვალა, ერთის გარდა : ისევ ისეთი უცნაური, მგრძნობიარე ვარ როგორც ადრე. ამის შეცვლა, სამწუხაროდ, არ შემიძლია.

უკვე მედიცინის სტუდენტი ვარ

  • მოგესალმებით.
  • არც კი ვიცი რით დავიწყო..  წელს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დატვირთული დღეები გამოვიარე. სტრესი, ნერვიულობა, გამოცდები.. ახლა კი ყველაფერი უკეთესი ხდება.
  • 23 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, მეც გავგზავნე SMS სადაც პასუხი მომივიდა სად ჩავირიცხე და გრანტიც მითითებული იყო.
  • 25 აგვისტოს, დღის 12 საათზე კი ეს ყველაფერი უცვლელად, უკვე ოფიციალურად, დადასტურდა.
  • ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, 50%იანი გრანტით.
  • ეს ჩემი მეორე არჩევანი იყო და სუუულ ცოტა დამაკლდა პირველივე არჩევანზე მოსახვედრად, თუმცა ამასაც არა უშავს. ყოველ შემთხვევაში მე უკვე სტუდენტი ვარ!
  • მართვის მოწმობის გამოცდაზე თეორია პირველივე ცდაზე ჩავაბარე და პრაქტიკაზე (ბოლო ელემენტში) ჩავიჭერი. ამ მარცხის მიუხედავად საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და გამოცდაზე მეორედ გავედი. მეორე ცდაზე უნაკლოდ, 100 ქულით მივედი ფინიშამდე და ახლა მართვის მოწმობის დაბეჭდვას ველოდები.
  • დღეს ახალი მანქანაც გადმოვიფორმე. მერსედესი. უკვე ძალიან შემიყვარდა და ერთი სული მაქვს მალე მივეჩვიო, ისე, რომ ქალაქშიც უშიშრად ვატარო!! ❤
  • მოკლედ, ყველაფერი კარგადაა ჯერჯერობით. 26 სექტემბერს უნივერსიტეტიც დამეწყება (ზუსტად 1 თვის შემდეგ) და ისევ დაიწყება კონსპექტები.. სწავლა.. ცაიტნოტი..
  • სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ჩემო კარგებო! ❤

ლოდინი

მოგესალმებით.

საშინელი დღე მქონდა. სანამ ეს დღე დასრულდება, მანამდე მინდა პოსტის დაწერა მოვასწრო.

აბიტურიენტი ვარ, (ისევ ლოდინის რეჟიმში).

მთელი წელი მეგონა, რომ გამოცდებს რომ მოვრჩებოდი შედეგებზე არ ვინერვიულებდი და ზაფხულში კარგად დასვენებას მოვახერხებდი. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ არსად წავსულიყავი.

ორი გეგმა მქონდა :

1.ფიტნეს ცენტრს დავბრუნებოდი

2.მართვის მოწმობა ამეღო.

1 აგვისტოს შევედი ავტო სკოლაში და დღეს გამოცდაზე გავედი. თეორია წარმატებით ჩავაბარე. პრაქტიკაზე უნაკლოდ გავედი – აღმართამდე. მერე თქვენც მიხვდებით რა სისულელე დამემართა.

ჰოოოდა, ვზივარ ასე კომპიუტერთან. მარტო. მოწყენილი, ჩაჭრილი.

სულ რამდენიმე დღეში გავიგებ საბოლოო შედეგებს. ქულები არც ისეთი კარგი მაქვს.

ქართული – 66 (80)

უნარები – 52 (80)

ინგლისური – 90 (100)

ბიოლოგია – 51 (70)

ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა და პირველივე ფაკულტეტზე მოვხვდებოდი, თუმცა გადავინაცვლებ მეორეზე ან…

ვფიქრობ, რომ ზოგჯერ საკმარისად არ ვინდომებ-ხოლმე, რომ მიზანს მივაღწიო და ამიტომ ვმარცხდები. მთელი წელი ძალიან ბევრი ვიშრომე, თუმცა საოცნებო უნივერსიტეტში ალბათ მაინც ვერ წავალ..